2026 წლის 8 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან“. საჯარო ლექციას ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი,ოთარ გოგოლიშვილი და მუზეუმის ისტორიის მიმართულების მეცნიერ-თანამშრომელი, მაყვალა გოგუა უძღვებოდნენ.
ლექციის ფარგლებში მსმენელებმა მოისმინეს ინფორმაცია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობის, ამ პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და საქართველოს ისტორიულ-კულტურულ განვითარებაზე ქრისტიანობის გავლენის შესახებ.
მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ქრისტიანობის გავრცელების ისტორიულ პროცესზე, მის როლზე საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში და იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ქრისტიანულ მემკვიდრეობას საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში აქვს.
შეხვედრა მახინჯაურის საზღვაო სკოლის ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მომხსენებლებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და განხილულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.
მახინჯაურის საზღვაო სკოლაში მსგავსი საგანმანათლებლო და შემეცნებითი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებისთვის ისტორიულ და კულტურულ თემებზე ცოდნის გაღრმავებასა და აკადემიური გარემოს კიდევ უფრო გამდიდრებას.













