2026 წლის 3 აპრილს, ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელშიც მახინჯაურის საზღვაო სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კოლეჯის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები სასწავლო გარემოს შესახებ და უპასუხეს დამსწრეების შეკითხვებს.
მონაწილე ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროგრამებისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.













