2026 წლის 23 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში, მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ხელშეწყობის მიზნით, სასკოლო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც გეოგრაფიის მასწავლებლის, სოფიო ნემსაძის ორგანიზებით ჩატარდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:
- ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემების დაცვა
- ციფრული ეკოცნობიერება და სამოქალაქო აქტივიზმი
- ენერგოეფექტურობა და მწვანე მომავალი
- ნარჩენების სეპარაცია და ცირკულარული ეკონომიკა
- კლიმატის ცვლილება და ჩვენი რეგიონის საფრთხეების პრევენცია
მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორი: გეოგრაფიის მასწავლებელი სოფიო ნემსაძე.













