LICEUMI saswavloprocesiliceumi22
LICEUM normatiuliliceumi22
LICEUMI avtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22

 

სასარგებლო ბმულები

 LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
 LICEUuMIi MES    LICEUMIi MTA
     
 LICEUMI NAEC    BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    MACNE


 

საიტის სტუმრები


Gebäudeversicherung

პრაქტიკისა და დასაქმების სამსახური

პრაქტიკისა და დასაქმების სამსახური ხელს  უწყობს მახინჯაურის საზღვაო სკოლაში პროფესიული სტუდენტების რეალურ სამუშაო გარემოში მუშაობის პრექტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-სრულყოფას და პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას.

სამსახური განკუთვნილია მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული კურსდამთავრებულებისთვის.

პრაქტიკისა და დასაქმების სამსახური 

  • აქტიურად თანამშრომლობს პოტენციურ დამსაქმებლებთან;
  • ხელს უწყობს სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლებთან პრაქტიკის გავლას;
  • სტუდენტებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს ახვედრებს და აცნობს ერთმანეთს - კონსულტირების, დასაქმების ხელშეწყობის და შრომის ბაზრის მოთხოვნების გაცნობის მიზნით;
  • კურსდამთავრებულთა დასაქმების და კონკურეტუნარიანობის უზრუნველყოფისთვის ეცნობა პოტენციური დამსაქმებლების მოსაზრებებს და შენიშვნებს;
  • ეხმარება სტუდენტებს კარიერის დაგეგმვაში;
  • აწვდის ინფორმაციას სწავლის პარალელურად დასაქმების შესაძლებლობის შესახებ;
  • ქმნის დასაქმებულ სტუდენთა ბაზას, აგროვებს მონაცემებს კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული ზრდის თაობაზე;
  • სისტემატურად სწავლობს დამსაქმებელთა აზრს მათთან დასაქმებული კურსდამთავრებულებით კმაყოფილებისა და მათი კვალიფიკაციის შეფასების მიზნით;
  • ატარებს ტრენინგებს - დასაქმებისთვის საჭირო უნარების (CV შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, ტესტირებისა და ინტერვიუსთვის მზადება, გასაუბრებაზე მოქცევის წესები და თვითპრეზენტაცია) განვითარებისთვის.

CV - რეზიუმეს შედგენა

რეზიუმეს (CV) მომზადება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. CV იგივე Curriculum Vitae ლათინური სიტყვაა და ქართულად „ცხოვრების გზას“ ნიშნავს. CV დოკუმენტია, რომელიც წარმოაჩენს თქვენს პროფესიულ და აკადემიურ ისტორიას. CV ლაკონური და სტრუქტურირებული  უნდა იყოს. CV-ით ექმნება პირველი შთაბეჭდილება დამსაქმებელს თქვენ შესახებ.  სწორად შექმნილი CV წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია კარიერული განვითარების გზაზე.

რა იწერება რეზიუმეში?:

პერსონალური ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი;
  • მისამართი, ტელეფონი (ქვეყნისა და ქალაქის კოდის მითითებით);
  • დაბადების ადგილი და თარიღი;
  • ელექტრონული ფოსტა.

განათლება:

  • დაიწყეთ სკოლის დამთავრების შემდგომი ეტაპიდან; მიუთითეთ უმაღლესი/პროფესიული სასწავლებელი, ფაკულტეტი და სპეციალობა; სასწავლებლის დამთავრების თვე და წელი; არ შეამოკლოთ უნივერსიტეტის, კოლეჯის, და ა.შ. დასახელება;
  • არ მოგერიდოთ და აუცილებლად ჩაწერეთ მასში ინფორმაცია ,,წითელი დიპლომის’’, სიგელების, სტაჟირების, სამეცნიერო ხარისხის შესახებ (რა თქმა უნდა, ასეთების არსებობის შემთხვევაში).
  • გახსოვდეთ, ინფორმაცია თქვენი აკადემიური/პროფესიული განათლების შესახებ რაც შეიძლება დეტალური უნდა იყოს;

სამუშაო გამოცდილება

  • ორგანიზაციის დასახელება სრულად;
  • მუშაობის ხანგრძლივობა;
  • რას საქმიანობდით კონკრეტულ ორგანიზაციაში (თქვენი თანამდებობა; განყოფილება, სადაც მუშაობდით; მოვალეობები; მიღწევები).

განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ ვაკანსიასთან დაკავშირებულ კომპეტენციებსა და საქმიან გამოცდილებაზე.

  • ენების ცოდნა;
  • ტრენინგები;
  • კომპიუტერული პროგრამები;
  • მართვის მოწმობა;
  • განსაკუთრებული უნარები;

რეკომენდაცია (მოთხოვნის შემთხვევაში);

  • სრულად იწერება ’’რეკომენდატორების’’ სახელი, გვარი, თანამდებობა, სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • რეკომენდატორი, როგორც წესი, უნდა იყოს სულ ცოტა ორი, ისიც ხელმძღვანელებიდან და არა იმავე თანამდებობის პირებიდან, რა თანამდებობაც თქვენ გიკავიათ ან გეკავათ).

CV ფორმა

CV -ს ფორმა ( DOC )

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

სამუშაოს მაძიებლისთვის გასაუბრება ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. როგორც ამბობენ, ,,პირველი შთაბეჭდილების ორჯერ მოხდენა შეუძლებელია”.  ამიტომ გასაუბრებაზე თავი ისე უნდა წარმოაჩინოთ,  რომ დამსაქმებელმა თქვენში დაინახოს ის სპეციალისტი, რომელსაც ეძებს და მიხვდეს, რომ სწორედ თქვენ ხართ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი მოცემულ ვაკანტურ ადგილზე.

 რა უნდა იცოდეთ გასაუბრების წარმატებით გავლისთვის? რისთვის უნდა იყოთ მზად?

 დამსაქმებელთან ტელეფონზე საუბარი:

ტელეფონზე საუბარი არის თქვენი პირველი ურთიერთობა მომავალ დამსაქმებელთან და მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე მოახდინოთ კარგი შთაბეჭდილება (თუნდაც მდივანთან მოგიწიოთ საუბარი, ის აუცილებლად გადასცემს დამსაქმებელს არასასურველი საუბრის შინაარსს).

 რა უნდა დააზუსტოთ ტელეფონზე საუბრისას?

დააზუსტეთ: კომპანიის დასახელება, სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინც ორგანიზებას უწევს გასაუბრებას (რათა დაუკავშირდეთ გაუთვალისწინებელი მდგომარეობის ან აუცილებლობის შემთხვევაში). დააზუსტეთ ასევე გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი.

 ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ.

 სასურველია ინტერნეტით ან სხვა საშუალებებით წინასწარ მოიძიოთ შემედეგი ინფორმაცია:

  • რას წარმოადგენს ორგანიზაცია, სადაც მიდიხართ გასაუბრებაზე;
  • ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მახასიათებლები.
  • რა სახის მომსახურებას ან პროდუქციას სთავაზობს ორგანიზაცია მომხმარებელს.
  • რამდენი წელია რაც არსებობს და როგორ ვითარდება.

მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ თავი ყურადღებიან და კომპეტენტურ სპეციალისტად წარმოაჩინოთ.  

წინასწარ მოამზადეთ პასუხები კითხვებზე, რომელიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებისას:

  • არ გაიმეოროთ რეზიუმეში ჩაწერილი ინფორმაცია. თუ ინტერვიუერს სურს თქვენ ისაუბროთ რეზიუმეში არსებულ ინფორმაციაზე, ის თავად შეგეკითხებათ;
  • ისაუბრეთ იმ დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე, რაც შეიძინეთ წინა ორგანიზაციაში მუშაობით, თანამშრომლებთან ურთიერთობით. აღნიშნეთ, როგორ გამოიყენებთ ამ უნარ-ჩვევებს ახალ სამუშაო ადგილზე;
  • მოახდინეთ თვითპრეზენტაცია პროფესიონალის პოზიციიდან. დაუკონკრეტეთ, რატომ თვლით თავს შესაფერის კანდიდატად მოცემულ თანამდებობაზე;
  • პასუხები უნდა იყოს გულწრფელი. კითხვაზე – „რატომ გადაწყვიტეთ სამუშაოს შეცვლა?“ – არ ღირს ნეგატიური პასუხის გაცემა. ეცადეთ შემოიფარგლოთ ნეიტრალური პასუხებით: მაგალითად, პროფესიული ზრდის შესაძლებლობების არარსებობა,
  • აღნიშნეთ თქვენი სუსტი მხარეების შესახებ და გადახედეთ მათ პერსპექტივაში. მაგალითად, თუ თქვენ სისუსტედ მიიჩნევთ ემოციურობას, უნდა აღნიშნოთ: „მე საკმაოდ ემოციური ვარ, რაც ხელს მიშლის გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ მე მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვხვეწ ხასიათს და ამ ხნის განმავლობაში მივიღე გამოცდილება, გავიარე ტრენინგები და მაქვს შედეგიც“. მთავარია, დაანახოთ, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ სისუსტეების გამოსწორება და არასასურველი შედეგებისგან თავის დაღწევა. გახსოვდეთ, სუსტ მხარეებზე დასმული კითხვა – თქვენი სტრესისადმი გამძლეობის შემოწმებაცაა. ზედმეტი აღელვება, პასუხის დროს არაადეკვატური რეაქცია გადაწონის თქვენ ძლიერ მხარეებს. აღნიშნეთ, რომ ეცდებით პიროვნულმა სისუსტეებმა ხელი არ შეგიშალოთ სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში.
  • მოამზადეთ დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა თქვენი ცოდნის, გამოცდილებისა და მიღწევების დასადასტურებლად; წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე მოამზადეთ ის დოკუმენტები, რომელსაც ითხოვენ გასაუბრებისთვის და ადასტურებს თქვენს კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და მიღწევებს.
  • მოიწესრიგეთ თავი, შეიქმენით საქმიანი იმიჯი; გახსოვდეთ, ადამიანებზე შთაბეჭდილების მოსახდენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გამოიყურებით. სასურველია, თქვენი ჩაცმულობა შეესაბამებოდეს იმ თანამდებობრივ ადგილს, რომელზეც გსურთ მუშაობა.
  • არ დაიგვიანოთ გასაუბრებაზე. უმჯობესია თქვენ დაელოდოთ 10 წუთი მოსაცდელში, ვიდრე დამსაქმებელი დაგელოდოთ ნახევარი წუთი. თუ ხვდებით, რომ ვერანაირად ვერ მიხვალთ დანიშნულ დროს, აუცილებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირება, მობოდიშება და დაგვიანების მიზეზის ახსნა. გაარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა გასაუბრების გადატანა სხვა დროისთვის.
  • დაიმახსოვრეთ სახელი და თანამდებობა იმ პიროვნების, ვისთანაც მოგიწევთ გასაუბრება. ოფისში შესვლისას მიესალმეთ პერსონალს და სთხოვეთ, თქვენი მოსვლის შესახებ აცნობონ ინტერვიუერს.
  • გასაუბრებაზე შესვლის წინ გათიშეთ მობილური ტელეფონი.
  • სამუშაოზე მისვლის მთავარ მოტივად დაასახელეთ არა საკუთარი პრობლემების გადაჭრა, არამედ ის, რომ თქვენთვის საინტერესოა მოცემულ ორგანიზაციაში მუშაობა, რომ გაქვთ წინსვლის რეალური მოლოდინი და ა.შ.
  • მოუყევით საკუთარ გამოცდილებაზე და დააკავშირეთ იგი იმ სამუშაოსთან, რომელზეც გინდათ რომ მიგიღონ;
  • მოითხოვეთ რეალური ხელფასი;
  • დამსაქმებლის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დააზუსტეთ მუშაობის დაწყების დრო;
  • დაემშვიდობეთ თავაზიანად.

გახსოვდეთ, გასაუბრების დროს, თქვენი თავდაჯერებულობით თქვენ მოიპოვებთ ინტერვიუერების მხრიდან სიმპატიასა და

 ნდობას!!!

სასარგებლო ბმულები

სწავლის პარალელურად დასაქმების მსურველთათვის ვაკანსიების მოსაძიებელი საიტები:

http://adjara.gov.ge/

https://www.facebook.com/dasakmebissaagento

https://jobs.ge/

https://www.hr.ge/

https://jober.ge/

https://jobs.on.ge/

შექმენი რეზიუმე შენი პროფესიისთვის დამახასიათებელი რეზიუმეების მაგალითების გამოყენებით

https://cvforma.com/

https://products.aspose.app/words/ka/resume/pdf

როგორ ვიპოვოთ სასურველი სამუშაო

მაღალკონკურენტულ შრომის ბაზარზე დამკვიდრება დღეს საკმაოდ  რთული პროცესია. გთავაზობთ რამდენიმე  ზოგად  რეკომენდაციას, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებისთვის საჭირო და აუცილებელი   უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ:

  • სანამ შეუდგებით სამუშაოს ძებნას, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩამოყალიბდით, როგორი სამუშაო გინდათ და რისი შესრულება შეგიძლიათ.
  • გამოიყენეთ სამსახურის მოძებნის ყველა მეთოდი და შესაძლებლობა; გახსოვდეთ- სამუშაოს ძიების მხოლოდ ერთ საშუალებაზე დაყრდნობა საკმაოდ დაბალეფექტური და არაგონივრულია.
  • მოიპოვეთ და გააანალიზეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელშიც აპირებთ მუშაობის დაწყებას;
  • კარგად გაეცანით მომავალი სამუშაოს (ვაკანსიის) შინაარსს და მოთხოვნებს;
  • სწორად შეადგინეთ რეზიუმე (CV). გახსოვდეთ, CV ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენ შესახებ; თუ რეზიუმე (CV) არასწორადაა შედგენილი, მეტია ალბათობა, რომ თქვენს კანდიდატურას შერჩევის პირველ ეტაპზეც არ განიხილავენ.
  • წინასწარ მოემზადეთ გასაუბრებისთვის. გასაუბრებისთვის მოუმზადებლობის შემთხვევაში დიდია რისკი, რომ დამსაქმებელი თქვენში ვერ დაინახავს იმ სპეციალისტს, რომელსაც ეძებს. გასაუბრების დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რათა მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი მხარეები.
  • ახალ დამსაქმებელთან არასდროს გააკრიტიკოთ ყოფილი ხელმძღვანელები და კოლეგები: თუ თქვენ დაიწყებთ ყოფილი კოლეგების გაკრიტიკებას, ამით დატოვებთ არასანდო და კონფლიქტური პიროვნების შთაბეჭდილებას და წარუმატებლობა გარდაუვალი იქნება.
  • გადამეტებული თვითრეკლამა, გადამეტებული თვითშეფასება - წამგებიანი პოზიციაა, რადგან ორგანიზაციებს მოთხოვნა აქვთ წარმატებულ თანამშრომლებზე და არა ამპარტავნებზე.
  • უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სამუშაოს ძებნა. გახსოვდეთ, თუ თქვენ არ იაქტიურეთ, ვერასდროს  შეძლებთ თქვენთვის სასურველი სამუშაოს  პოვნას!

1. www.adjara.gov.ge

2. www.hr.gov.ge

3. www.hr.ge

ეს არის ძირითადი ვებსაიტების მისამართები, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია როგორც  ვაკანსიების შესახებ, ასევე განათავსოთ თქვენი რეზიუმე.

სამოტივაციო წერილის შედგენა

სამოტივაციო წერილმა უნდა მიიპყროს დამსაქმებლის ყურადღება, რათა  მან გამოგარჩიოთ სხვა კანდიდატებს შორის და მიგიწვიოთ გასაუბრებაზე. რეზიუმე შეიცავს კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას, სამოტივაციო წერილი კი ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის, მისი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების მოკლე დასაბუთებაა. ხშირად დამსაქმებლებისთვის სამოტივაციო წერილი რეზიუმეზე  მნიშვნელოვანია.

სამოტივაციო  წერილიდან მომავალი დამსაქმებელი იგებს:

  • რატომ გსურთ მუშაობა ამ კომპანიაში და ამ თანამდებობაზე;
  • ამ კომპანიის მოთხოვნებისადმი თქვენი გამოცდილების შესაბამისობას;
  • თქვენს კვალიფიკაციას.

სამოტივაციო წერილით  დამსაქმებელს უნდა დაუსაბუთოთ, რამდენად შესაფერისი ხართ გამოცხადებული ვაკანსიისთვის, წერილი უშუალო კავშირში უნდა იყოს დამსაქმებლის საქმიანობასთან.

სამოტივაციო წერილი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  • საკონტაქტო ინფორმაცია (სამუშაოს მაძიებლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი);
  • წერილის დაწერის თარიღი;
  • კომპანიის დასახელება; დამსაქმებლის სახელი და გვარი;
  • მიმართვა – მისალმების ფრაზა;
  • წერილის ძირითადი ტექსტი;
  • დასკვნითი ნაწილი.

პირველი აბზაცი სამი-ოთხი წინადადებისგან შედგება. ამ აბზაცში მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ:

  • რა მიზნით წერთ დამსაქმებელს.
  • რა თანამდებობაზე გსურთ მუშაობა
  • რატომ გაინტერესებთ ეს თანამდებობა და ორგანიზაცია

მეორე აბზაცში - უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენი კანდიდატურა მისაღები გამოცხადებულ თანამდებობაზე. ყურადღება გაამახვილეთ თანამდებობის შესაფერის თქვენს გამოცდილებასა და პიროვნულ თვისებებზე. ამიტომ  ყურადღებით უნდა გაეცნოთ ვაკანსიის აღწერას, რათა გაიგოთ თუ რა პირად თვისებებს ითხოვს დამსაქმებელი. მოიყვანეთ კარგი მაგალითები რეზუმედან. (ნუ გადმოწერთ სიტყვასიტყვით, რაც წერია რეზიუმეში, ამისათვის არსებობს სხვა ხერხები).

ბოლო აბზაცში - შეაჯამეთ ზემოთქმული. ჩვეულებრივ ეს აბზაცი ყველზე ვრცელია, ამიტომ შესაძლებელია მისი ორ ნაწილად გაყოფა.

წერილის ბოლოს უნდა დაწეროთ  - პატივისცემით- თქვენი სახელი, გვარი

                                                                          თქვენი ხელმოწერა

საკონტაქტო ინფორმაცია

სკოლის პროფესიულ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს კონსულტაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ როგორც პირადად, ასევე დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით.

საკონსულტაციო საათებია:

  • ორშაბათი 15:00-17:00
  • ოთხშაბათი 15:00-17:00
  • პარასკევი 15:00-17:00

საკონტაქტო ნომერი: +995 598 550 045

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

© 2016 შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი

Created by: GmmStudio 

საიტი ბოლოს განახლდა: 04.04.26.