LICEUMI saswavloprocesiliceumi22
LICEUM normatiuliliceumi22
LICEUMI avtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22

 

სასარგებლო ბმულები

 LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
 LICEUuMIi MES    LICEUMIi MTA
     
 LICEUMI NAEC    BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    MACNE


 

საიტის სტუმრები


Gebäudeversicherung

 საინფორმაციო შეხვედრა EBSCO-explora-ის გამოყენებასტან დაკავშირებით

 EBSCO explora 1
 2024 წლის 16 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა EBSCO-explora- ის გამოყენებასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის XI-XII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.
შეხვედრაზე ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო ამ ბაზაზე თავისუფალი წვდომის პირობები და შესაძლებლობები.
EBSCO-explora ბაზა განკუთვნილია სკოლის დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეებისათვის და თავისუფალი წვდომის უფლება უზრუნველყოფილია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ.
 

წიგნის კითხვის დღე

KORINTELI24 7
2024 წლის 2 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით.
ლიცეუმის მოსწავლეებს ლიტერატურისა და წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა გამომცემელი, რედაქტორი, წიგნის კლუბის დამაარსებელი - მარი კორინთელი.
შეხვედრის მონაწილეებმა მარი კორინთელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.
ახალგაზრდებმა წაიკითხეს რჩეული წიგნებიდან ფრაგმენტები. ღონისძიებას დაესწრო ლიცეუმის ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. თარიღი საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს კითხვის პოპულარიზაცია.
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი თარიღს მეოთხედ შეუერთდა.
 
 

 ტრეინინგი სახელწოდებით თანამედროვე ბიბლიოთეკარი 

tanamedrove bibliotekari 1
 2024 წლის 22-25 იანვარს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი სახელწოდებით, “თანამედროვე სასკოლო ბიბლიოთეკარი”.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის მიერ.
ონლაინ ტრენინგი ლიცეუმის ხელმძღვანელმა, ინგა ქავჟარაძემ და ბიბლიოთეკარმა, მაკა გეგეშიძემ გაიარეს.
ტრენინგის ფარგლებში ბიბლიოთეკარებმა მოისმინეს თანამედროვე გამოწვევევი და მოთხოვნები სასკოლო ბიბლიოთეკების მიმართ. ტრენინგის დასრულების შემდეგ მათ გადაეცათ სერთიფიკატები.
 
ს ბიბლიოთეკის მკითხველების სურვილები 2024 წლისთვის
 
 survilebi 3
 2023 წლის 26 დეკემბერს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გამართულ "წლის აქტიური მკითხველის " ღონისძიებაზე მკითხველებმა ანონიმურად თავიანთი სურვილები ფერად ფურცლებზე დაწერეს. მათი სურვილები გათვალისწინებულ იქნება 2024  სასწავლო წელს

"წლის აქტიური მკითხველის " დაჯილდოების ღონისძიება 26.12.2023

ბიბლიოთეკის დაჯილდოება 23 6

2023 წლის 26 დეკემბერს,მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართა "წლის აქტიური მკითხველის " დაჯილდოების ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს აქტიური მკითხველები, რომლებიც დააჯილდოვეს სიგელებით და წიგნებით:

  • ია ვერულიძე - მასწავლებელი
  • ნინო სამხარაძე - მასწავლებელი

მოსწავლეები/ პროფესიული სტუდენტები:

  • გურამ ჯოხაძე
  • ნიკოლოზ ჯაყელიძე
  • ნიკა წილოსანი
  • მათე ქარჩავა
  • ლევან ბერიძე

შეგროვდა მკითხველების სურვილები, რომლებიც ფერად ქაღალდებზე დაიწერა ანონიმურად.

ღონისძიება გაიმართა ლიცეუმის ბიბლიოთეკის ორგანიზებით. მსგავსი ტიპის ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი ექნება.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა 07 12.2023

 gacnobiti shexvedra 5
2023 წლის 7 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა პროფესიული სტუდენტებისათვის.
ბიბლიოთეკარებმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და საბიბლიოთეკო სერვისები.
 
 
 მახინჯაურის საღვაო ლიცეუმის პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენთების საყურადღებოდ 
biblioteka23

გაცნობებთ, რომ გაეროს განვითარების პროგრამისა და ააიპ „პროფესიული უნარების სააგენტოს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, ინტეგრირებული ზოგადი მოდულისთვის:  "მათემატიკური წიგნიერება",  შეიქმნა პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელო.

სახელმძღვანელო აღნიშნული მოდულის გათვალისწინებით, ოთხი მიმართულების (რიცხვები და მოქმედებები; ალგებრა და კანონზომიერება; ლოგიკა და გეომეტრია; სტატისტიკა და ალბათობა) სწავლებისთვის მრავალფეროვან რესურსს აერთიანებს.

ის განკუთვნილია,  პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის, რომლებიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაივლიან საშუალო განათლების კომპონენტსაც. ამავდროულად, სახელმძღვანელო სხვა საფეხურის პროფესიული პროგრამების ფარგლებშიც, ღირებულ დამხმარე რესურსს წარმოადგენს.

სახელმძღვანელო ელექტრონული ფორმატისაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების პორტალზე

"მათემატიკური წიგნიერება" თავი N5- სტატისტიკა და ალბათობა

"მათემატიკური წიგნიერება" თავი N3-N4- ლოგიკა და გეომეტრია

"მათემატიკური წიგნიერება" თავი N2- ალგებრა და კანონზომიერება

"მათემატიკური წიგნიერება" თავი N1- რიცხვები და მოქმედებები

მეწარმეობის სახელმძღვანელო

მეწარმეობა - მასწავლებლის გზამკვლევი

მეწარმეობა - მასწავლებლის გზამკვლევი

ინფორმაციული ტექნოლოგიები IV

სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი

კომპიუტერის აპარატული უზრუნველყოფა

კომპიუტერული ქსელის საფუძვლები

ინფორმაციული ტექნოლოგიები III

სამოქალაქო განათლება - მასწავლებლის გზამკვლევი (2021 წ.)

ინგლისური ენის სახელმძღვანელო

რესურსის ტექსტურ ნაწილს დაერთვის მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა: ნახაზები, ცხრილები, დიაგრამები, სქემები, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმულაციური და მოდელირების სწავლებისათვის ჩაშენებული შესაბამისი პლატფორმები.

ამასთან, საგანთაშორისი ინტეგრაციის ეფექტიანობისა და ნავიგაციის გამარტივების მიზნით, გამოყენებულია ჰიპერბმულები.

აღნიშნული მიმდგომით მოხერხდა სახელმძღვანელოში ე.წ. “catch up კურსის“ ჩაშენება, რაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს სტუდენტების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით დიფერენცირებულად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

 
 
 
ნიკო გომელაურის საღამო მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში 17.02.2023

GOMELAURIS_SAGAMO_4.jpg

2023 წლის 17 თებერვალს,მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკის დარბაზში მოეწყო ნიკო გომელაურის პოეზიის საღამო.

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად წაიკითხეს ლექსები პოეტის შემოქმედებიდან.

ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური ქართველი მსახიობი და პოეტი, რომელიც გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ითამაშა 10-მდე ფილმში, მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები.

 
 
 
 Elsevier-ის ვებინარების გაზაფხულის სერია

MAKA ELS

2023 წლის მარტის თვიდან იწყება Elsevier– ის ვებინარების გაზაფხულის სერია. წარმოდგენილი ვებინარები ჩატარდება ქართულ ენაზე  ზუმის პლატფორმის გამოყენებით. ვებინარის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობების დემონსტრირება. ვებინარს წარუძღვება ქართველი ტრენერი – თამარ გაგუა

ეტაპობრივად მოგაწვდით ვებინარების განრიგს.

„ლიტერატურისძიება  ScienceDirect-ში + Mendeley

გზამკვლევი დამწყებთათვის“

ჩატარდება 2023 წლის 7 მარტს, 16:00 სთ-ზე.(ხანგრძლივობა 1 სთ).

ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ გამოიყენოთ ბმული:

https://zoom.us/j/6049027947

ან

Meeting ID: 604 902 7947 (პაროლის გარეშე)

 „ლიტერატურის ძიება და ავტორის პროფილი Scopus-ში“,

  ჩატარდება 2023 წლის 2 მარტს, 16:00 სთ-ზე (ხანგრძლივობა 1 სთ).

ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ გამოიყენოთ ბმული:

https://zoom.us/j/6049027947

ან

Meeting ID: 604 902 7947 (პაროლის გარეშე)

ცნობისათვის, ჩაწერილი ვებინარების ნახვა და დაგეგმილ ვებინარებზე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

https://clck.ru/33ZreS

© 2016 შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი

Created by: GmmStudio 

საიტი ბოლოს განახლდა: 04.04.26.