LICEUMI saswavloprocesiliceumi22
LICEUM normatiuliliceumi22
LICEUMI avtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22

 

სასარგებლო ბმულები

 LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
 LICEUuMIi MES    LICEUMIi MTA
     
 LICEUMI NAEC    BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    MACNE


 

საიტის სტუმრები


Gebäudeversicherung

2025 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, მახინჯაურის საზღვაო სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო EVBB EU Policy Camp 2025-ში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

ღონისძიების ცენტრალური თემა იყო „Open Schooling and Inclusion in VET“. ბანაკმა ევროპულ სივრცეში გააერთიანა პროფესიული განათლების სფეროს ექსპერტები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და პრაქტიკოსები.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სესიებსა და ვორქშოფებს:
• პროფესიული განათლების გადახედვა და ახალი ხედვები,
• დისკუსია პროფესიული განათლების გახსნილობის აუცილებლობაზე,
• ინოვაციური სასწავლო პროგრამების დიზაინი, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და პროფესიული განათლების, როგორც ადგილობრივი საზოგადოების ჰაბის, განვითარება,
• ინსპირაციული ევროპული მაგალითები გახსნილობისა და ინკლუზიის მიმართულებით.
გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში სკოლის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისა და მის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მახინჯაურის საზღვაო სკოლის EVBB-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე, რაც სკოლისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ასოციაციაში წევრობა სკოლას მისცემს:
• წვდომას ევროპულ გამოცდილებასა და ინოვაციურ პრაქტიკებზე,
• შესაძლებლობას განახორციელოს ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები,
• მასწავლებლებისა და სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას,
• ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მყარ საფუძველს.

მახინჯაურის საზღვაო სკოლის EVBB-ში გაწევრიანება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სკოლის პროფესიული განათლების ხარისხისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

558165508102240718246236673321218000488766236n

© 2016 შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი

Created by: GmmStudio 

საიტი ბოლოს განახლდა: 04.04.26.