2025 წლის 6 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა კლასის საათი თემაზე „ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ტოლერანტობის, პატივისცემისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს მნიშვნელობის ხაზგასმა.
პროფესიულმა სტუდენტებმა,საბა გოჩიტიძემ და თემო ბაქანიძემ,წარმოადგინეს პრეზენტაციები და ფართოდ გააშალეს საკითხები, რომლებიც შეეხებოდა შემდეგ თემებს: გააჩერე ბულინგი, შექმენი უსაფრთხო სკოლა, როგორ ვებრძოლოთ მოზარდებში ძალადობას, რჩევები ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
მოსწავლეებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა ასევე წარმოადგინეს თემატური ნახატები და ჩანახატები, რომლებშიც ასახეს ბულინგის პრობლემა და მისი თავიდან აცილების გზები.
კლასის საათი ჩატარდა კურატორ გიული ბერიძესთან ერთად და წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ საკუთარი აზრები და გამოცდილება ბულინგის თემაზე.













