2025 წლის 21 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ თემატურ გამოფენას ,,ნაოსნობის ისტორიიდან - სამხრეთ დასავლეთ-საქართველოში’’.
გამოფენა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო: ნავის მაკეტი, ბადეები, ძველი რუკები, უნიკალური ფოტოები, ბაჟის წიგნის ასლი, ზღვის ნიჟარები და სხვა ატრიბუტიკა.
მუზეუმის დირექტორმა, ოთარ გოგოლიშვილმა, მონაწილეებს გააცნო აჭარაში ნაოსნობის განვითარების ეტაპები და რეგიონში საზღვაო კულტურის ჩამოყალიბების პროცესები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება – „ამბავი ჭოროხზე ნაოსნობისა“. ფილმი წარმოსახავს ჭოროხის აკვატორიაში ნაოსნობის ისტორიულ განვითარებასა და თანამედროვეობას, ნავთმშენებლობის სპეციფიკას და ჭოროხისპირა სოფლების ზეპირ ისტორიებს.













