2025 წლის 24 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში, 2025 წლის შემოდგომის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სწავლის პროცესის შესახებ, დეტალურად გაეცნენ სასწავლო გარემოს თავისებურებებსა და მახინჯაურის საზღვაო სკოლის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს, ლექციებისა და პრაქტიკული კურსების მიმდინარეობას. პროფესიულ სტუდენტებს შეხვდნენ პროგრამის ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული პერსონალის სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც მათთან ერთად განიხილეს სწავლის პროცესის სპეციფიკა და კარიერული განვითარების გზები.
მახინჯაურის საზღვაო სკოლა აგრძელებს პროფესიული სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გარემოს შექმნასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.













