2025 წლის 26 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ბათუმის მუნიციპალური განყოფილების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ მოსწავლეებთან და პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ვიცე-პოლკოვნიკმა, აბესალომ ქარცივაძემ დამსწრეებს გააცნო თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ასევე გაწვევის პროცესში არსებული ახალი პირობები და შეთავაზებები.
მოსწავლეებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს მათთვის საჭირო და პრაქტიკული ინფორმაცია, ხოლო შეხვედრის ბოლოს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცათ.













