2026 წლის 10 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ პოეტი, ბელა ქებურია და პოეტი, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული, ბაგრატ აკუჯბა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა მახინჯაურის საზღვაო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ანჟელა ჯაყელი.
სტუმრებმა ისაუბრეს წიგნისა და განათლების მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოებაში, კითხვის როლზე ადამიანის სულიერი და პიროვნული განვითარების პროცესში, აგრეთვე ლიტერატურის გავლენაზე ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებაში.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხეს, რამაც შეხვედრას შემოქმედებითი და ინტერაქტიული ხასიათი შესძინა
ღონისძიება მიზნად ისახავდა წიგნის პოპულარიზაციასა და კითხვის კულტურის გაძლიერებას ახალგაზრდა თაობაში.













