2026 წლის 19 თებერვალს, ღია კარის დღეების ფარგლებში, მახინჯაურის საზღვაო სკოლის წარმომადგენლები ბათუმის N16 და N26 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებს სკოლის პროგრამები გააცნეს.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია არსებული სწავლების სპეციფიკის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და არსებული რესურსების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო პროფესიების შესაძლებლობებსა და კარიერულ პერსპექტივებს.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს, არაფორმალური აქტივობების მრავალფეროვნებასა და იმ უპირატესობებს, რომლებიც მახინჯაურის საზღვაო სკოლაში სწავლას ახლავს.













