2026 წლის 24 თებერვალს, ღია კარის დღეების ფარგლებში, მახინჯაურის საზღვაო სკოლის წარმომადგენლები ხელვაჩაურის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებს სკოლის პროგრამები გააცნეს.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია არსებული სწავლების სპეციფიკის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და არსებული რესურსების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო პროფესიების შესაძლებლობებსა და კარიერულ პერსპექტივებს.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს, არაფორმალური აქტივობების მრავალფეროვნებასა და იმ უპირატესობებს, რომლებიც მახინჯაურის საზღვაო სკოლაში სწავლას ახლავს.













