მახინჯაურის საზღვაო სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გაბედავა დაესწრო Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიერ საქართველოში ორგანიზებულ ონლაინ ვებინარების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავდა Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობებისა და მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
ვებინარები ჩატარდა 2026 წლის 6 და 16 მარტს და მოიცავდა Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის პროგრამის შესაძლებლობებს, ადმინისტრაციულ მოთხოვნებს, დამწყებთათვის განკუთვნილ მხარდაჭერის მექანიზმებს, პროგრამის რესურსებისა და ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოძიების გზებს.
შეხვედრები განკუთვნილი იყო Erasmus+ პროგრამის ყველა სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლებისა და ტრენინგების, ახალგაზრდობის, სპორტისა და სკოლის განათლების სფეროსთვის.
აღსანიშნავია, რომ მახინჯაურის საზღვაო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მუდმივად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებაზე.













