2026 წლის 18 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, XI კლასის მოსწავლეები გაეცნენ ნარჩენების სწორ მართვასა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას. წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები, რომლებიც ეხებოდა ნარჩენების დახარისხებას, ეკოლოგიურ პრობლემებსა და ნარჩენების კრეატიულ გამოყენებას.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გარემოს მიმართ.
ღონისძიება საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა.













