2026 წლის 23 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები, წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ვანიძემ, დამსწრეებს წარუდგინა საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა წყლის მნიშვნელობას, მისი რესურსების დაცვის აუცილებლობასა და თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებს.
ღონისძიება ასევე მოიცავდა შემეცნებით აქტივობებსა და პრაქტიკულ ინტერაქტიულ სესიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.













