2026 წლის 10 მარტს, ბნუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „საზღვაო კარიერა და ლიდერობა“.
შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტმა განსაკუთრებულ სტუმრებს უმასპინძლა:
ნათია ლაბაძე, პირველი ქართველი ქალი კაპიტანი და მარიამ გურგენიშვილი, პირველი ქართველი ქალი მექანიკოსი
მათ სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, ისაუბრეს საერთაშორისო საზღვაო სფეროში მიღებულ პრაქტიკასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ კარიერული განვითარების გზაზე შეხვდათ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბნუ-ს სტუდენტები, რომლებიც BSM-ის კადეტის პროგრამის კურსდამთავრებულები არიან. მათ დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე პროფესიული განვითარების პროცესში.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო საზღვაო სფეროში წარმატებული პროფესიული გზის ფორმირების საკითხები, ლიდერობის მნიშვნელობა, საერთაშორისო გამოცდილება და მეზღვაურების პროფესიული გამოწვევები. შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სტუმრებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.













