2026 წლის 8 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს დამოუკიდებლობას. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ისტორიული ქრონიკები და გაიმართა დისკუსია იმ ღირებულებებზე, რაც ამ დღემ დაგვიტოვა - ერთიანობა, თავისუფლების სიყვარული და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა.













