2026 წლის 23 მაისს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში, ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გაიმართა შემეცნებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელშიც მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ყველა კონტინენტის კონტურული რუკები და სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით განახორციელეს გეოგრაფიული ობიექტებისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშების იდენტიფიცირება. ასევე, მათ წარადგინეს ინტერაქტიული პრეზენტაცია ბიომრავალფეროვნების თემაზე. ასევე, ჩატარდა ქვიზი, რომელიც მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით, თავადვე მოამზადეს. ამან აქტივობა უფრო საინტერესო და სასწავლო გახადა.
ღონისძიება, რომელიც საზოგადოებრივი კათედრის ორგანიზებით ჩატარდა, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა.













