2026 წლის 5 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებისათვის მასშტაბური სასწავლო-შემეცნებითი ტური განხორციელდა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოინახულეს ქვეყნის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული და კულტურული ძეგლები: ნავენახევის მღვიმე, სიმონ კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი, გოგნის წმინდა გიორგის სახელობის (კარუგდებელი) ტაძარი და რაჭის რეგიონში მდებარე ცხრაჯვარის კომპლექსი.
ვიზიტის მიზანს ახალგაზრდებში ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.













