LICEUMI saswavloprocesiliceumi22
LICEUM normatiuliliceumi22
LICEUMI avtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22

 

სასარგებლო ბმულები

 LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
 LICEUuMIi MES    LICEUMIi MTA
     
 LICEUMI NAEC    BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    MACNE


 

საიტის სტუმრები


Gebäudeversicherung

2026 წლის 28 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია „სოხუმი - ტკივილი, მეხსიერება და უტეხი სული“ ჩატარდა. ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები და პროფესიული ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტები დაესწრნენ.
შეხვედრის მიზანი იყო ისტორიული მეხსიერების გაცოცხლება, აფხაზეთის ომის მოვლენების გააზრება და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი პატივის მიგება. ინტერაქციული ლექციის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა იმსჯელეს ეროვნულ ღირებულებებზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ერთიანობის მნიშვნელობაზე.
მახინჯაურის საზღვაო სკოლა აქტიურად აგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდებში ეროვნული ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას.
საჯარო ლექცია ქართული ენისა და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების ორგანიზებით ჩატარდა.
IMG0576
IMG0587
IMG0597
WhatsApp-Image-2026-09-28-at-104756
IMG0600

© 2016 შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი

Created by: GmmStudio 

საიტი ბოლოს განახლდა: 26.10.26.