2026 წლის 28 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ინტეგრირებული პროგრამის მოსწავლეებისთვის გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებს გააცნეს ბიბლიოთეკის სივრცე, არსებული რესურსები და მათთვის ხელმისაწვდომი საბიბლიოთეკო სერვისები.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების, სასწავლო რესურსების მოძიებისა და გამოყენების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესში ბიბლიოთეკის რესურსების აქტიური გამოყენების ხელშეწყობა და სკოლის საგანმანათლებლო გარემოს უკეთ გაცნობა.













