LICEUMI saswavloprocesiliceumi22
LICEUM normatiuliliceumi22
LICEUMI avtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22

 

სასარგებლო ბმულები

 LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
 LICEUuMIi MES    LICEUMIi MTA
     
 LICEUMI NAEC    BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    MACNE


 

საიტის სტუმრები


Gebäudeversicherung

აპლიკანტებმა, რომლებმაც 2026 წელს მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდნენ, 2026-2027 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, 2026 წლის 18 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების ჩაბარების დროს). არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში განცხადებას ავსებს მისი კანონიერი წარმომადგენელი;
  • სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების ჩაბარების დროს). არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში განცხადებას ავსებს მისი კანონიერი წარმომადგენელი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი); არასრულწლოვანი ან
  • მეურვეობის საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანონიერი წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილებას (მათ შორის არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, სხვა);
  • 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) ვაჟების შემთხვევაში;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, სრული ან საბაზო ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების სრული ან საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე, ან/და წინა დონის არსებობის შემთხვევაში - პროფესიული დიპლომი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც დადგენილი წესით გასცემს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული სამე­დიცინო დაწესებულება (ჩამონათვალი განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე mta.gov.ge); საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტების (International Conven­tion on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978/95, as amended in 2010) შესაბამისად, საზღვაო სფეროს პროგრამის შემთხვევაში, საჭიროა ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობა, რაც აუცილებელია პროგრამის სპეციფიკური კომპონენტების შესწავლისა და დაგეგმილი სწავლის შედეგის მიღწევისთვის (მხოლოდ საზღვაო მიმართულების პროგრამისთვის);
  • სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში -განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
  • პირმა, რომელმაც განათლება მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროფესიულ პროგრამაზე - უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);

დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ მატერიალურად მახინჯაურის საზღვაო სკოლის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: ქ. ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი, №38.

სამუშაო საათები: 10.00-17.00 სთ.

© 2016 შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი

Created by: GmmStudio 

საიტი ბოლოს განახლდა: 26.10.26.