2026 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მახინჯაურის საზღვაო სკოლის ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების ინიციატივითა და ქართული ენისა და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების ორგანიზებით, მოეწყოსაგანმანათლებლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო ბათუმის წმინდა სამების ტაძარსა და სამების მთაზე მდებარე დედათა მონასტერში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ, საქართველოს კულტურულ-სულიერი მემკვიდრეობის გაცნობა და სტუდენტებს შორის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ წმინდა ადგილებს, დღესასწაულის ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს. ღონისძიებამ ხელი შეუწყო სტუდენტებში საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციებისადმი ინტერესის გაღრმავებას.













