
2022 წლის 18 აპრილს შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული განათლების მასწავლებლები დაპროფესიული სტუდენტები დაესწრნენ საჯარო ლექციას თემაზე: „კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული ომი“. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, კიბერუსაფრთხოება საქართველოში, მისი მნიშვნელობა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა შიდა სტარტკომის, როგორც ყველაზე მნიშნველოვანი ანტიდასავლური პროპაგანდის, გამოყენება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. საჯარო ლექციას უძღვებოდნენ კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი. შეხვედრა გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში “ფარგლებში. შეხვედრას მასპინძლობდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხე.













