
2022 წლის 02 ივლისს შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულმა სტუდენტებმა და მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე გაიმართა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს, საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები და წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა. ღონისძიებაზე საზღვო სფეროს სასწავლებლებმა წარჩინებულ სტუდენტებს გადასცეს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ, გემების საყვირების ფონზე შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.













