
2023 წლის 18 მარტს, თბილისში ჩატარდა გამომცემლობა Pearson-ის საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც გაუძღვა პირსონის რეგიონული მენეჯერი. კონფერენცია განკუთვნილი იყო ინგლისური ენის პედაგოგებისათვის.
გამომცემლობამ წარადგინა ახალი სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრნენ მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის წარმომადგენლები, ინგლისური ენის პედაგოგები ნინო დოლიძე და ია ვერულიძე, ასევე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მაკა გეგეშიძე.კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიება English Book Education” - ის ორგანიზებით ჩატარდა.













