
”სიკეთე გადამდებია” - მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი აგრძელებს ქველმოქმედების მხარდაჭერას. 2023 წლის 1 მაისს, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმღვანელობის მხარდაჭერით, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის კულტურისა და სპორტის სამსახურის, ასევე ლიცეუმის სტუდენტების ჩართულობით, მეოთხედ დაიგეგმა საქველმოქმედო აქცია. ღონისძიებაში ჩართული იყო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობაც. საგამანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სტუდენტები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ურეხის მოხუცთა თავშესაფარსა და წმინდა მათატა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრნენ. ბენეფიციარებს გადასცეს საკვები პროდუქტი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და საკანცელარიო ნივთები. საქველმოქმედო აქციას ორგანიზატორობდა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის კურსდამთავრებული, ტატო მსხილაძე.













