
2023 წლის 21-28 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში გაიმართა საგანმანათლებლო კვირეული:“დედამიწა ჩვენი პლანეტაა“.
კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შემოქმედებითი და დაკვირვების, გააზრების უნარების გამოსამუშავებლად.
კვირეული მიმდინარეობდა სასკოლო პროექტის „ დაიცავი გარემო, რათა დაგიცვას“ ფარგლებში. ჩატარდა ლექცია-სემინარები და საჩვენებელი გაკვეთილები, ასევე ვიქტორინა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებათა ინტეგრირებული კათედრა. მასში მონაწილეობდნენ ლიცუმის პედაგოგები.













