2025 წლის 30 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გაბედავა, სამუშაო ვიზიტით ევროპის პროფესიული მომზადების ასოციაციას (EVTA) ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა გამართა ასოციაციის გენერალურ მდივანთან, ჯულია მესკინოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სკოლის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებაზე, ერთობლივ პროექტებზე და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე განიხილეს სკოლის გაწევრიანების შესაძლებლობა ასოციაციაში.
EVTA-ს წევრობა მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიული განათლების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს:
• უზრუნველყოფს ევროპულ პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციას
• აძლევს წვდომას თანამედროვე ევროპულ პრაქტიკებსა და ინოვაციებზე
• ქმნის შესაძლებლობას ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებისთვის
• ხელს უწყობს როგორც სტუდენტების, ისე მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას.
EVTA-სთან თანამშრომლობა მახინჯაურის საზღვაო სკოლას მისცემს შესაძლებლობას უფრო ეფექტიანად განახორციელოს თავისი საგანმანათლებლო მისია და უზრუნველყოს პროფესიული განათლების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა.













