2025 წლის 21 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა წმინდა გიორგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს წმინდა გიორგის ცხოვრების ისტორია და გაეცნენ ასი ათასი მოწამის სიმამაცისა და შეურყეველი რწმენის შთამბეჭდავ მაგალითებს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები და ისტორიული მასალა, ამ დღესასწაულის მნიშვნელობისა და ქართული სულიერი მემკვიდრეობის უკეთ აღსაქმელად.
ღონისძიების მიზანი იყო ტრადიციების გაცნობა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების ხაზგასმა და ახალგაზრდებისთვის ისტორიისადმი ინტერესის გაღრმავება.













