2026 წლის 30 აპრილს, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში მორიგი ეკოაქტივობა გაიმართა.
მე-11ა და მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე ხეების დარგვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. აქტივობის ფარგლებში მახინჯაურის საზღვაო სკოლის მიმდებარე სკვერებში 15 ძირი ნაძვი დაირგო.
მოსწავლეებმა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს და პრაქტიკულადაც შეუწყეს ხელი მწვანე გარემოს გაუმჯობესებას.
აღნიშნული ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად ტარდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაში, ასევე ქალაქის გამწვანებაში.













