2026 წლის 4 მაისს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში, XI კლასის მოსწავლეების ჩართულობით, მზის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: „მზე - სიცოცხლისა და ენერგიის წყარო დედამიწაზე: ძალა, პერსპექტივა და საფრთხეები“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პოსტერები და იმსჯელეს მზის ენერგიის გამოყენების მნიშვნელობაზე.
აქტივობების მიზანი იყო განახლებადი ენერგიის მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიება გეოგრაფიის მასწავლებლის, სოფიო ნემსაძის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.













