ახალი ამბები
ექსკურსია ყაზბეგში

8-9 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის XI კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ორი დღის განმავლობაში მათ მოინახულეს ყაზბეგის ბუნება, კულტურული ძეგლები, გერგეტის სამება, გველეთის ჩანჩქერი, დარიალის სამონასტრო კომპლექსი და სნოს ციხე.
ექსკურსია კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის ფარგლებში, ლიცეუმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო.
ლექცია თემაზე „საქართველოს ეროვნული დღესასწაული - 26 მაისი“ 27.05.2024

2024 წლის 27 მაისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა, თემაზე „საქართველოს ეროვნული დღესასწაული - 26 მაისი“.
ლექცია მოსწავლეების აქტიური ჩართულობით წარიმართა. მათ ხაზი გაუსვეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მნიშვნელობას.
ლექცია-სემინარი თემაზე „ემოციების მართვა მოზარდების ცხოვრებაში“ 21.05.2024

2024 წლის 21 მაისს, გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე „ემოციების მართვა მოზარდების ცხოვრებაში“, რომელსაც ფსიქოლოგი, თეონა გოგიაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებას ლიცეუმის მოსწავლეები/პროფესიული სტუდენტები, მასწავლებლები და პროფესიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ლექცია-სემინარი დამსწრეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველთათვის
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციას 19 მაისის ჩათვლით შეძლებთ
ჩვენთან ისწავლით:
საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემბანის რიგითი მეზღვაური (მატროსი)
გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური (მოტორისტი)
საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა (ელექტრიკოსი)
მერაბ ადეიშვილის წიგნის „საქართველო საზღვაო ქვეყანა“ პრეზენტაცია 29.04.2024

29 აპრილს, შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში მერაბ ადეიშვილის წიგნის „საქართველო საზღვაო ქვეყანა“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას თავად ბატონი მერაბ ადეიშვილი ეწვია. დამსწრეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა ავტორისგან მოესმინათ წიგნის შესახებ და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
ღონისძიებას მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები, ასევე, სხვა სასწავლო დაწესებულებები













