ახალი ამბები
პრეზენტაცია ლიცეუმში 02.02.2024

2024 წლის 2 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის 10/11 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო პროექტის ფარგლებში გამართეს, პრეზენტაცია თემაზე: “სამართლიანი საზოგადოება”.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებების შეზღუდვის შესახებ, განიხილეს სხვადასხვა სიტუაცა, იმსჯელეს პრობლემების აღმოფხვრის გზებზე და წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი პოსტერები მოცემულ თემატიკაზე.
ღონისძიება წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით 02.02.2024

2024 წლის 2 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით.
ლიცეუმის მოსწავლეებს ლიტერატურისა და წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა გამომცემელი, რედაქტორი, წიგნის კლუბის დამაარსებელი - მარი კორინთელი.
შეხვედრის მონაწილეებმა მარი კორინთელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე 01.02.2024

2024 წლის 1 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლუცეუმში, მე-11 კლასის მოსწავლეებმა გამართეს შეხვედრა ჩაქვის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ “თავისუფლების" მოსწავლეებთან.
შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში.
მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ადამიანის უფლებათა დაცვის და სამართლიანი ნორმების შესახებ.
პრაქტიკული კომპონენტის გაცნობა გემ „ელიტაზე“ 29.01.2024

2024 წლის 29 იანვარს, ჩატარდა პრაქტიკული კომპონენტის გაცნობა გემ „ელიტაზე“ მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის 03-02 ჯგუფთან.
პროფესიული სტუდენტები გაეცნენ კოლექტიურ სამაშველო საშუალებებს და მიიღეს ინფორმაცია მათი რეალურ გარემოში გამოყენების შესახებ.
კლასსაათი თემაზე: “წესები,რომელიც სჭირდება საზოგადოებას/მოზარდებს/მოსწავლეებს” 30.01.2024

2024 წლის 30 იანვარს, მაუნჯაურის საზღვაო ლიეუმში ჩატარდა კლასსაათი თემაზე: “წესები, რომელიც სჭირდება საზოგადოებას/მოზარდებს/მოსწავლეებს”.
კლასსაათის ფარგლებში განიხილეს, თუ როგორი ქცევებია მიღებული საზოგადოებაში და ისაუბრეს ქცევის კოდექსზე.













