ახალი ამბები
ვიზიტი ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში 19.12.2023

2023 წლის 19 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მეათე კლასის მოსწავლეები/ პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში.
მოსწავლეებისათვის მუზეუმის პერსონალმა გამართა საგანმანათლებლო პროგრამა სახელწოდებით:“ ალფრედ ნობელის ორი სიკვდილი და უკვდავება“ .
მუზეუმმა პროგრამაში მონაწილეობისათვის დააჯილდოვა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი
ვიზიტი ბათუმის დრამატულ თეატრში 17.12.2023

2023 წლის 17 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეები მიხეილ ბულგაკოვის პიესის „ბათომი“- ს მიხედვით ნათარგმნ ორმოქმედებიანი სცენური ვერსიის „1902 წელს ბათომში“ პრემიერას დაესწრნენ.
ღონისძიების ინიციატორი ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ანჟელა ჯაყელი იყო.
წლის აქტიური მკითხველის დაჯილდოება

მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკა გიწვევთ წლის აქტიური მკითხველის დაჯილდოების ღონისძიებაზე.
ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 26 დეკემბერს, 12 საათზე, ლიცეუმის ბიბლიოთეკაში
პრეზენტაციები თემაზე: «არა ძალადობას» 13.12.2023

2023 წლის 13 დეკემბერს,მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში X-XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: «არა ძალადობას».














