ახალი ამბები
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა
14 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში ქართული ენისა და უცხო ენების ინტეგრირებული კათედრის ინიციატივით დაიწყო ქართული ენის დღისთვის მიძღვნილი კვირეული.
„ენა ბურჯია ერისა“ ამ სათაურით გაიმართა აქტივობა, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის მასწავლებელმა, ანჟელა ჯაყელმა, ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ენის დაცვაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მომავალ თაობას აკისრია ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
ვიქტორინა „რამდენად კარგად იცნობ შავ ზღვას“
2025 წლის 12 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა „რამდენად კარგად იცნობ შავ ზღვას“.
ვიქტორინაში მეათე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის შავი ზღვის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ასევე ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და ეკოსისტემის მნიშვნელობის გააზრებას.
ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მათედრათა ორგანიზებით, ხელმძღვანელები:მარინა აბულაძე, სოფიო ნემსაძე.
„საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ“
2025 წლის 10 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა კლას-საათი თემაზე: „საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ“.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და იმსჯელეს საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის სისასტიკესა და ძალადობაზე, ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.
,,9 აპრილი და რამდენიმე ლიტერატურული ტექსტი”
9 აპრილის კვირეულის ფარგლებში, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში საჯარო ლექცია ჩატარდა, თემაზე: ,,9 აპრილი და რამდენიმელიტერატურული ტექსტი”.
პრეზენტაცია მეათე კლასელმა ბექა გორგილაძემ გააკეთა, სადაცისაუბრა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაზე - „ორნი აქ-იქ“ და ოთარ ჭილაძის რომან













