ახალი ამბები
სამსახურის პერსონალი
![]() |
|
სახელი და გვარი: ოთარ ცინცაძე თანამდებობა: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ტელეფონი: (+995) 514380505
|
![]() |
სახელი და გვარი: ია ვერულიძე თანამდებობა: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ტელეფონი: (+995) 599981487
|
|
სახელი და გვარი: ქეთევან ბაუჟაძე თანამდებობა: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ტელეფონი: (+995) 558196517 |
მონაცემთა ბაზები

scopus-ეს არის ‘’ელსევიერის’’ აბსტრაქტული და ციტირების მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა 2004 წელს. Scopus მოიცავს დაახლოებით 36,377 წყაროს დასახელებას დაახლოებით 11,678 გამომცემლისგან. ეს მონაცემთა ბაზა შემდეგი თემატიკისაა: სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სოციალურ მეცნიერებები , ფიზიკური მეცნიერებები და ჯანდაცვა. ყველა ჟურნალი, რომელიც გაერთიანებულია Scopus იძლევა საშუალებას, რომ წყაროს ხარისხი ოთხი ტიპის საზომით შევაფასოთ. ესენია: h- ინდექსი, CiteScore, SJR და SNIP.
sciencedirect- არის სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების მონაცემთა ბაზა. ის 1997 წლიდან ფუნქციონირებსდა ” ელსევიერის” ბაზაზეა დაფუძვნებული. იგი 12 მილიონზე მეტს მონაცემს შეიცავს და აერთიანებს 3,500 აკადემიურ ჟურნალსა და 34,000 ელექტრონული წიგნს. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ ძირითად ნაწილად: ფიზიკური მეცნიერებანიდა ინჟინერია, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებები, ჯანდაცვის მეცნიერებები და სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. სტატიების აბსტრაქტები თავისუფლად არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მათი სრული ტექსტების ხელმისაწვდომობა (PDF და HTML ფორმატში) მოითხოვს სააბონენტო საფასურის გადახდას.
fundinginstitutional- (ინსტიტუციონალური დაფინანსების პლატფორმა) ეს ბაზა განკუთვნილია მკვლევარებისათვის, ეხმარება მათ კვლევის პროგრამის სტრატეგიების მოძიებასა და დაფინანსების შესასძლებლობების პოვნაში. აქ არის წარმოდგენილისახელმწიფო და კერძო დაფინანსების ორგანიზაციებისწყაროები.ასევე, გვთავაზობს იმ კვლევების კატალოგს, რომლებიც უკვე დაფინანსებულია.
Duke University Press Journals ONLINE- ეს მონაცემთა ბაზა მოიცავს 44 დასახელების ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ჟურნალებს. მათ შორის 19 ჟურნალი არის Scupus ციტირების ბაზაში, 18 ჟურნალს აქვს ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ციტირების ინდექსი, ხოლო 9 ჟურნალი ინდექსირებულია სოციალური მეცნიერებების ციტირებაში.
Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books- მოიცავს 7 დასახელების ჟურნალს სამართალსა და მენეჯმენტში. ასევეა 280 დასახელების სასწავლო ელექტრონული წიგნები, როგორც სამართალში , ასევე ეკონომიკასა და მენეჯმენტში.
The IMechE Journals- ესაა მონაცემთა ბაზა , რომელიც მოიცავს 18 ჟურნალს საინჟინრო მექანიკის დარგში, გამოქვეყნებული SAGE -სმ იერ. 1847 წლიდან მოყოლებული დღემდე შესულია სრული მონაცემები ჟურნალების სტატიებიდან საინჟინრო მექანიკის დარგში.
Royal Society Publishing- ეს ბაზა მოიცავს 9 იმ ფაქტორიან ჟურნალს- ფიზიკის, ბიოლოგიისა და სამეცნიერო დისციპლინების დარგში. ასევე აქვს დიდი საარქივო მასალა 1665 წლიდან და სტატიების ავტორების 70 % კი სხვადასხვა ეროვნებისაა.
SAGE Journals- მოიცავს საერთაშორისო ჟურნალების მონაცემთა ბაზას, მის არეალში შედის ბიზნესის, ჰუმანიტარული, სოციალური , ტექნოლოგიური და მედიცინის მეცნიერებების დარგები, სულ 2018 დასახელება და 1023 სტატიის სათაური.
Cambridge Journals Online- კემბრიჯის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა მოიცავს მხოლოდ ადგილობრივ ელექტრონულ წიგნებსა და ჟურნალების ბაზებს. გვიჩვენებს ასევე ციტირების ინდექსს. ტექსტები წარმოდგენილია აბსტრაქტების სახით.
msp.org -მათემატიკური სამეცნიერო ჟურნალების ბაზა, სადაც თავმოყრილია მათემატიკის ყველა მიმართულება. ყოველწლიურად ემატება 17 000 - ზე მეტი სამეცნიერო სტატის და ხელმისაწვდომია თავისუფალი დაშვებისათვის.
openedition. org - მონაცემთა ელექტრონული ბაზა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აქ იპოვით როგორც ელექტრონულ წიგნებს, ასევე სამეცნიერო ჟურნალებსა და ღონისძიებების კატალოგს, რომელიც სისტემატიურად ახლდება და გვაძლევს ინფორმაციას სხვადსხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე.
ERIC (the Education Resource Information Center)-გთავაზობთ წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია. მონაცემთა ბაზა ახლდება ყოველწლიურად და ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის. აქ შეიძლება წვდომა ჰქონდეთ სრულ ტექსტზე მეცნიერების სხვადსხვა დარგებიდან, მათ შორისაა საზღვაო დარგის ლიტერატურა და სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან.
მოცემულ ბაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის სივრციდან.
საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ,,ინოვაციური ეკონომიკა და მართვა’’
http://oaji.net/journal-archive-stats.html?number=4367&year=2016&issue=9431
http://elibrary.ru/title_about.asp?id=60562
ექსტრაკულიკურული აქტივოებები
მახინჯაურის საზღვაო სკოლის პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის მიერ დაგეგმილი აქტივობები:
1. ტრენინგი კარიერული თვითგამორკვევის და დასაქმების სტრატეგიების შესახებ-დეკემბერი;
2. ტრენინგი კარიერული განვითარების დაგეგმარების შესახებ-აპრილი;
3. ტრენინგი-გასაუბრების ტექნიკები და თვითწარდგენა-მაისი;
4. დამსაქმებლებთან შეხვედრის ორგანიზება-ივნისი.
ინფორმაცია აპლიკანტებისათვის!
პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება
დაინტერესებულ პირთა კონსულტირება
სკოლა დაინტერესებულ პირებს მომართვის შემთხვევაში აცნობს:
ა) პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებს;
ბ) კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს და შერჩევის თავისებურებებს;
გ) პროგრამაზე რეგისტრაციის პროცედურებს და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება რეგისტრაციაში;
დ) საგანამანათლებლო სერვისებს, პროგრამის თავისებურებებს (მისანიჭებელი კვალიფიკაცია, სწავლის გაგრძელების, დასაქმების შესაძლებლობები, სწავლის ხანგძლივობა და ინტენსივობა, პროგრამის შინაარსი, პროგრამის განხორციელების ფორმა, დაფინანსების შესაძლებლობები) და სხვა.
დაინტერესებულ პირთა კონსულტირება ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.
პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები:
ა) დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება;
ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია;
გ) შერჩევა;
დ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა;
ე) შედეგების გამოცხადება და პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭება;
ვ) დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში).
აპლიკანტთა რეგისტრაცია:
1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში www.vet.emis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
2. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
3. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროგრამა.
4. რეგისტრაციისას სარეგისტრაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი.
სარეგისტრაციო სისტემაში მცდარი მონაცემების ასახვა შესაძლოა გახდეს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის ან
პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ სკოლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
5. შერჩევის პერიოდი და სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
1. აპლიკანტთა შერჩევა გულისხმობს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასებას.
2. შერჩევა ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი პროგრამის არსებობის შემთხვევაში ამ პროგრამის ენაზეც.
3. შეფასება ტარდება სკოლაში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
4. აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება სკოლის მიერ ორგანიზებული ტესტირების ან/და გასაუბრების საფუძველზე.
5. სკოლის მიერ შერჩევის ფორმა თითოეული მიღებისთვის, ან/და პროგრამისთვის განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა მიმღებ კომისიაში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
- ცნობა სკოლიდან, რომელშიც ირიცხება;
- ჯანმრთელობის ცნობა ,,ფორმა 100" (მისამართი - ზ. გორგილაძის ქუჩა №91. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი");
- მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 3 ცალი ქსეროასლი; მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები;
- მშობელთა და მოსწავლის ლტოლვილის მოწმობის ან სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლები ( ამ კატეგორიის მოსწავლის არსებობის შემთხვევაში);
- 4 ცალი ფოტოსურათი ¾ ფორმატის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
- საბუთები მიღება 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა);
შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შემდეგ პროფესიულმა სტუდენტებმა მიმღებ კომისიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- დოკუმენტი განათლების შესახებ-ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი;
- დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
- ჯანმრთელობის ცნობა ,,ფორმა 100" (მისამართი - ზ. გორგილაძის ქუჩა №91. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი");
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 3 ცალი ქსეროასლი;
- 4 ცალი ფოტოსურათი ¾ ფორმატის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
- საბუთი სამხედრო მიწერის შესახებ არსებობის შემთხვევაში.
- საბუთები მიღება 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა)
ავტორიზაცია
შპს “მახინჯაურის ლიცეუმის” ავტორიზაცია
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ოქმი №55-ით (05.05.2011) შპს მახინჯაურის ლიცეუმს მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ოქმი №3-ით (27.04.2016) შპს მახინჯაურის ლიცეუმს მიენიჭა გემბანის რიგითი მეზღვაურის, სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის, გემის ელექტრიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება
შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმისთვის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება №121-ით (14. 06. 2019) შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმს მიენიჭა უფლება განახორციელოს შემდეგი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები: გემბანის რიგითი მეზღვაურის, სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის და ელექტროობის მესამე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება
შპს ''მახინჯაურის საზღცაო ლიცეუმის'' ავტორიზაცია
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ოქმი №329568-ით (30. 03. 2022) შპს მახინჯაურის ლიცეუმს მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება 6 წლის ვადით.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება















