ახალი ამბები
საგემბანე განყოფილების მეზღვაური
საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემბანის რიგითი მეზღვაური
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, მოამზადოს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი კადრები, კერძოდ, უზრუნველყოს გემბანის რიგითი მეზღვაურის მომზადება.
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიეცემა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და პრაქტიკის გავლის შესახებ ცნობები. შემდგომ მან უნდა გაიაროს სერტიფიცირება საჭირო სერტიფიკატების ასაღებად. მიღებული დოკუმენტების საფუძველზე აბარებს გამოცდას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამუშაო დიპლომის მისაღებად.
საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეზღვაურის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და აღიარებული ნაოსნობის სტაჟის არსებობის საფუძველზე, სამუშაო ლიცენზიის (კვალიფიკაციის სერტიფიკატის) მიღების შემდეგ შეუძლია დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის, თევზსაჭერ და სხვა დანიშნულების გემებზე გემბანის რიგითი მეზღვაურის პოზიციაზე, ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში.
მისანიჭებელი კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
•გემბანის მოწყობილობებისა და მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაციაში მონაწილეობა;
•უსაფრთხო სანავიგაციო ვახტაში მონაწილეობა;
•გემის საჭეს მართვა;
•გემმისაბმელ და საღუზე ოპერაციებში მონაწილეობა;
•გემზე არსებული სათავსების მოვლა-დასუფთავება;
•გემბანის მექანიზმების პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა;
•სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
•გემზე სატვირთო ოპერაციებში მონაწილეობა;
•გემზე სამღებრო სამუშაოების შესრულება;
• გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პროგრამის ხანგრძლივობა: 14 თვე
პროფესიული ორიენტაცია
მახინჯაურის საზღვაო სკოლაში პროფესიული განათლების მიღების მსურველი პირებისა და სტუდენტებისთვის, ხელმისაწვდომია პროფესიული ორიენტაციისა და კონსულტირების სერვისი, რომელსაც სკოლის პრაქტიკისა და დასაქმების სამსახური ახორციელებს.
პროფესიული ორიენტაცია (პროფორიენტაცია) მოიაზრებს პროფესიის სწორედ არჩევაში დახმარებას,საკუთარი თავის, შრომითი ბაზრისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ორგანიზებასადა სისტემაში მოყვანას. პროფორიენტაცია ეხმარება ახალგაზრდებს განივითარონ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მათ სჭირდებათ სასწავლო პროცესის მართვისა და სწავლიდან მუშაობაში გადასვლისთვის. პროფორიენტაციასთან ერთად აუცილებელია კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობაც.
კარიერის დაგეგმვა არის მომსახურება, რომელიც გამიზნულია ადამიანებისთვის, რომელებსაც საკუთარი კარიერის სამართავად სურთ გაერკვნენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამსახურეობრივ საკითხებში. კარიერის დაგეგმვა ეხმარება ადამიანებს დაფიქრდნენ საკუთარ ამბიციებზე, ინტერესებზე, კვალიფიკაციასა და უნარებზე, ისწავლონ სამუშაოს და სწავლის პროცესის დაგეგმვა და გადაწყვეტილების მიღება.


























