ახალი ამბები
კარიერული სერვისები
შპს ,,მახინჯაურის საზღვაო სკოლას" აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობები პოტენციურ დამსაქმებლებთან საზღვაო სექტორის მიმართულებით. ჩვენი პარტნიორი კრუინგული და სატრანსპორტო კომპანიები უზრუნველყოფენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და დასაქმების შესაძლებლობებს. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და შეფასების პროცესში. მონაწილეობენ ყოველწლიურ კვლევებსა და გამოკითხვებში. მნიშვნელოვან წვლილი შეაქვთ მახინჯაურის საზღვაო სკოლის სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადების საქმეში.
პარტნიორი კომპანიები:
შპს -საკრუინგო კომპანია ,,NAUTICA“
შპს საკრუინგო კომპანია ვალმარს ჯორჯია ,,Valmars Georgia”
შპს საკრუინგო კომპანია ,,IALKANI-S”
შპს საკრუინგო კომპანია,BGI
შპს საკრუინგო კომპანია ,,Global Marine Company”
შპს საკრუინგო კომპანია ,,ელსერი“
შპს საკრუინგო კომპანია ,,Poseidon Crew Agency”
შპს -საკრუინგო კომპანია ,,Queensway Services LTD”
შპს -საკრუინგო კომპანია ,,Ocean Force”
შპს -საკრუინგო კომპანია ,,Iberian Navigaition”
შპს ნაპა პროჯექთს
Eurostar Marine LTD
Mao Mrine Georgia
გეგმები, ანგარიშები
2020-2026 შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა
2020-2026 შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლის განვითარების სტრატეგია
2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
პროგრამების კატალოგი
პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების კატალოგი-2025
პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების კატალოგი-2024
პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების კატალოგი-2023
პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების კატალოგი-2022
პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების კატალოგი-2021
პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების კატალოგი-2020
პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების კატალოგი-2019
შეფასების სისტემა
შ ე ფ ა ს ე ბ ა
შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა. სწავლის ხარისხის გაუმჯობესება უკავშირდება სწავლის პროცესს, ხარისხის გაკონტროლება კი- სწავლის შედეგს. სკოლაში მოსწავლის შეფასება ხდება მრავალგვარი კრიტერიუმის და აქტივობების გამოყენებით( ზეპირი გამოსვლა, ესე, პროექტი,ექსპერიმენტი, ცდის ჩატარება, წერითი,არგუმენტირებული მსჯელობა და სხვა). მოსწავლეთა მიერ საკუთარი შესაძლებლობების, სწავლის მანძილზე შეძენილი უნარ-ჩვევებისა და აზროვნების დემონსტრირების მიზნით, დანერგილია საგნობრივი ტურების, შიდა ოლიმპიადების, სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციების, პრეზენტაციების, ჯგუფური მუშაობის, ასე პარამეტრებისა და მისაღწევი შედეგების დასადგენი დებატების,სასწავლო ექსკურსიების ჩატარების პრაქტიკა. შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლები სისტემატიურად იღებენ ინფორმაციას სკოლაში დამკვიდრებული წესის შესაბამისად. სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
შეფასების ტიპები კომპონენტები
სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
1. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
2. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა
1. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.
2. X-XII კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
3. მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.
4. X-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
5. დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის საერთო ქულის გამოთვლისას.
საგნის სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტები
1. სემესტრის მანძილზე სკოლაში მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
2. შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
3. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.
4. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
5. ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას;
ა) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად სკოლაში გამოიყენება შემაჯამებელი დავალების სხვადასხვა ფორმები;
ბ) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი ელექტრონული ფორმის ვერსიები);
გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, სკოლა აძლევს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალებას.
დ) თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.
განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები
სკოლაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:
ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, რომელიც გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე.
დ) საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საერთო შეფასება.
კლასისა და საფეხურის დაძლევა
1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მიღებული აქვს ჩათვლა სპორტში.
2. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 და დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.
გაცდენები
1. სკოლის მოსწავლის გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში.
2. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიურ აღრიცხვაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული
მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება.
3. მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
4. სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს ის მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი გახდება სკოლისთვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ დაიწერება გაცდენები აღრიცხვის ჟურნალში.
5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არ გამოცხადების შემთხვევაში გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.
გამოცდის ტიპები
სკოლაში შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
- სემესტრული გამოცდა;
- საშემოდგომო გამოცდა;
- ექსტერნატის გამოცდა;
- სკოლის გამოსაშვები გამოცდა.
პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასება მოდულური პროგრამების ფარგლებში
1. მოდულური პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიღწევები შესაძლებელია განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით განხორციელდეს.
2. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
3. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს პროფესიული სტუდენტის მიღწევის დონეს მოდულური პროგრამით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელი შეფასების შედეგების გათვალისწინება ხდება სწავლის შედეგის/მოდულის შეფასებაში. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ
ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
• სწავლის შედეგი დადასტურდა;
• სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
4. მოდულური პროგრამის გავლის დასადასტურებლად დადებითად უნდა შეფასდეს პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოდული და მოდულის შესაბამისი ყველა სწავლის შედეგი;
5. სწავლის შედეგის დადებითად დადასტურების შემთხვევაში სტუდენტს არ მოეთხოვება ამავე სწავლის შედეგის ხელახალი დადასტურება;
6. შესაძლოა რამდენიმე სწავლის შედეგის ერთად შეფასება;
7. შეფასება შეიძლება განხორციელდეს როგორც სკოლის ფარგლებში - სასწავლო აუდიტორიაში, კომპიუტერულ კლასში, სახელოსნოებში, ასევე პრაქტიკის ობიექტებზე.
8. სწავლის შედეგის დაუდასტურებლობის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს, კანონით განსაზღვრული წესით, ეძლევა აღნიშნული სწავლის შედეგის დადასტურების უფლება.
9. სწავლის შედეგის დაუდასტურებლობის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს შეუძლია გაიაროს განმეორებითი შეფასება მოდულის მიმდინარეობისას ან/ და დასრულების შემდეგ მოდულების წინაპირობების გათვალისწინებით.
10. განმეორებითი შეფასების პირობები ასევე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თითოეული შეფასებისთვის შესაბამის შეფასების ინსტრუმენტებში.
საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი (2)
საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის "საზღვაო ნავიგაციის", "გემის მექანიკის" "საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მარვთა" საბაკალავრო პროგრამებს მიენიჭა აკრედიტაცია. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება N190, N191, N192 10.12.2013
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის "სატრანსპორტო ლოგისტიკის" სამაგისტრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება N193 10.12.2013
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები
- საზღვაო ნავიგაცია
- გემის მექანიკა
- საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა
- Educational program Marine Navigation
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
- სატრანსპორტო ფირმებში III საფეხურის ლოგისტიკის ოპერატორი
- სატრანსპორტო ფირმებში IV საფეხურის ლოგისტიკის ოპერატორი
- გემბანის მეზღვაურის III საფეხური
- გემბანის მეზღვაურის IV საფეხური
- სამანქანე განყოფილების მეზღვაურის III საფეხური
- სამანქანე განყოფილების მეზღვაურის IV საფეხური
- ექთნის თანაშემწე III საფეხური
- გემის ელექტრიკოსი III საფეხური
- გემის მზარეული II საფეხური
- Professional program of deck seaman
- Professional Educational program of Engineering
- Nurse Aide













