ახალი ამბები
ინფორმაცია აპლიკანტებისათვის
სასწავლო საწვრთნელი გემი "ელიტა"
შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიული სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტაზე“.
გემი ,,ელიტა“:
- ტვირთზიდვა-100ტ.,
- წყალწყვა-200ტ.,
- სიგრძე -24 მ.,
- სიგანე -7მ.,
რომელიც ცურავს საქართველოს დროშით. გემი აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო ხელსაწყოებითა და მექანიზმებით.
სასწავლო-საწვრთნელგემ „ელიტაზე“ მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიული სტუდენტები გადიან პროგრამის სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ პრაქტიკებს.
სასწავლო-საწვრთნელი გემი,,ელიტა" აღჭურვილია ორი კაბინეტით, მერხებით, თვალსაჩინოებითა და ხელსაწყოებით. პრაქტიკულ კურსს ხელმძღვანელობს გემის კაპიტანი და უფროსი მექანიკოსი.
გემზე ხორცილედება ,,გემზე სიცოცხლისუნარიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის" წვრთნები:
- "პირადი გადარჩენის ტექნიკა";
- "პირველადი, საწყისი სამედიცინო დახმარების გაწევა";
- "სამაშველო საშუალებების მართვა";
- "პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა".
გემს ემსახურება შვიდი მეზღვაურისაგან შემდგარი ეკიპაჟი.
პრაქტიკა გემ ,,ელიტაზე“:
- პრაქტიკის ობიექტი: პრაქტიკა ხორციელდება სასწავლო-საწვრთნელი გემი „ელიტას“ ბაზაზე. პრაქტიკის ობიექტის შერჩევისას გათვალისწინებულია: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკა და კურსდამთავრებულისთვის მისანიჭებელი კვალიფიკაცია, პრაქტიკაზემიმღებიგემი „ელიტას“ პარამეტრები და პრაქტიკის ობიექტზე პროფესიული სტუდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაო. სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტაზე” პრაქტიკის გავლისას უზრუნველყოფილია: პრაქტიკის გავლის უსაფრთხო გარემო, პროფესიული სტუდენტის ინფორმირება პრაქტიკის ობიექტის შინაგანაწესის და უსაფრთხოების წესების შესახებ.
- პრაქტიკის ხელმძღვანელი: უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ინფორმირებას პრაქტიკის მიზნების, დაგეგმილი შედეგების, შეფასების სისტემის და სხვ. შესახებ, კონსულტაციებით და რეკომენდაციებით ეხმარება მას პრაქტიკის გავლის და პრაქტიკის ანგარიშისა და საჯარო დაცვისთვის პრეზენტაციის მომზადების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში, აფასებს პრაქტიკის ანგარიშს და სხვ. პრაქტიკის ხელმძღვანელი ესწრება პრეზენტაციას (ანგარიშის საჯარო დაცვას).
პრაქტიკის მენტორი: პრაქტიკაზე მიმღები გემი „ელიტას” კაპიტანი ან მის მიერ დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია პრაქტიკის სრულფასოვან განხორციელებაზე და პრაქტიკის ობიექტზე პროფესიულ სტუდენტის მუშაობის კოორდინაციაზე, უზრუნველყოფს პრაქტიკის დაწყებისთანავე - პრაქტიკის ადგილის გაცნობა-დათვალიერებას, პრაქტიკაზე მიმღებ საწარმოში/ორგანიზაციაში მოქმედი წესების გაცნობას, მუშაობისგანრიგის, შესასრულებელი სამუშაოს შინაარსისა და მოცულობის შესახებ პროფესიული სტუდენტის ინფორმირებას, პრაქტიკის პროცესში - წარმოქმნილი პრობლემების დროულად მოგვარებას, სამუშაო პროცესში პროფესიული სტუდენტის ჩართულობას, შესასრულებელი სამუშაოს (დავალებების) ახსნას დადაგეგმვას, დასმული პრაქტიკული დავალებების შესრულებაში საჭირო დახმარებას და მათ შესრულებაზე კონტროლს, პრაქტიკის დღიურის პერიოდულ შემოწმებას, პროფესიული სტუდენტის შეფასებას და სხვ. - პრაქტიკის მიზანი: ზღვაზე მიმართულებების განსაზღვრის შესწავლა; მაგნიტური კურსების და პელენგების გამოთვლა, მაგნიტური კომპასის სწორების მეთოდების შესწავლა; სანავიგაციო კარტოგრაფიული პროექციების ძირითადი ტიპების გამოყენება; სანავიგაციო რუკების კლასიფიკაციის, საზღვაო სანავიგაციო რუკების ამინდობის ხარისხის დადგენის ხერხების შესწავლა; გემის მოწყობილობების და ტექნიკური ექსპლუატაციის პრაქტიკული ასპექტების თეორიული ცოდნის დახვეწა და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; გემის სანავიგაციო ტექნიკური საშუალებების გამოყენების, სიღრმის საზომი ხელსაწყოების გამოყენების, საზღვაო რუკებზე მანძილის გამოთვლის, გემის სიჩქარის გამოთვლის, მაგნიტური კომპასის დევიაციის გამოანგარიშების და კომპასების დაყენება მოვლის და გემზე სამსახურის ორგანიზებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; ვახტაზე დგომის უნარების ჩამოყალიბება განვითარება; გემის სიცოცხლის უნარიანობისათვის ბრძოლის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება და ანვითარება; ბორტს გარეთ აღმოჩენილი ადამიანის შველის, საგანგაშო სიტუაციის შემთხვევაში ინფორმაციის შეგროვების და შესაბამისი პრობლემების გადაწყვეტის გზების და სახვის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება-განმტკიცება, გემზე განგაშის დროს შესრულებული სამუშაოს დახასიათების, საგანგაშო განრიგის შესაბამისად კონკრეტული სიტუაციის და პრობლემის აღწერის, შეფასების, ანალიზის, დასკვნების ფორმულირების და დასაბუთების უნარის ჩამოყალიბება; წარმატებული პროფესიონალური საქმიანობისთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების მუდმივი სრულყოფის მოტივაციის ჩამოყალიბება. სასწავლო საცურაო პრაქტიკა (I) ითვალისწინებს საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლების მოწვევას და პრეზენტაცია-დემონსტრირების მოწყობა პროფესიული სტუდენტების კომპეტენციების წარმოჩენისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს "ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან“ მისი კუთვნილი შენობის იჯარის წესით გადაცემაზე.
პროფესიული პროგრამებისთვის სკოლა იყენებს თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიებს, პერსონალის სამუშაო ოთახებს, ბიბლიოთეკას (წიგნადი ფონდი (ბეჭდური და ელ.მატარებლებზე), სასწავლო ფილმოთეკა და აუდიო-მასალები, თვალსაჩინოებები, საერთაშორისო Witherbys Seamenship Library; Openbiblio.ge ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა), სახელოსნოებს, ელექტროტექნიკურ ლაბორატორიას, ლინგაფონის კაბინეტს, კომპიუტერულ ცენტრებს, სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტას”.
• 18 აუდიტორია;
• საკონფერენციო დარბაზი;
• ბიბლიოთეკა;
• ტრენაჟორის დარბაზი;
• სანავიგაციო Bridge simulator კაბინეტი;
• Engine room;
• კომპიუტერული კლასი;
• სამედიცინო დახმარების ოთახი;
• რეგისტრაციის, მონიტორინგისა და შეფასების კაბინეტი;
• გემის დანადგარების დარბაზი;
• კათედრები;
• ხარისხის მართვის სამსახურის კაბინეტი;
• ნავიგაციის კაბინეტი;
• უსაფრთხოების კაბინეტი;
• ლინგოფონის კაბინეტი;
• ფიზიკის კაბინეტი;
• ქიმიის კაბინეტი;
• სპორტული დარბაზი;
• 8 სველი წერტილი;
• კანცელარია;
• სასადილო;
• სახელოსნო.
სასწავლო კალენდარი
2025-2026 სასწავლო წელი, შემოდგომის მიღება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საგემბანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა
2025-2026 სასწავლო წელი, გაზაფხულის მიღება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საგემბანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა
2025-2026 სასწავლო წელი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საგემბანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა
2024-2025 სასწავლო წელი, შემოდგომის მიღება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საგემბანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა
2024-2025 სასწავლო წელი, გაზაფხულის მიღება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საგემბანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა
2023-2024 სასწავლო წელი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საგემბანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა
სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები
I სემესტრი- 15.09-დან 29.12-მდე.
II სემესტრი- 17.01-დან 16.06-მდე.
საშობაო არდადეგები დაიწყება 29 დეკემბრიდან და გაგრძელდება 14 იანვრამდე.
საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება 08 მარტს და 14 მარტს დასრულდება.
საზაფხულო არდადეგები დაიწყება 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე.
უქმე დღეები
ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
დ) 3 მარტი – დედის დღე;
ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ი) 12 მაისი − ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე − იმედის დღე;
კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.
















