LICEUMI saswavloprocesiliceumi22
LICEUM normatiuliliceumi22
LICEUMI avtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22

 

სასარგებლო ბმულები

 LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
 LICEUuMIi MES    LICEUMIi MTA
     
 LICEUMI NAEC    BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    MACNE


 

საიტის სტუმრები


Gebäudeversicherung

2026 წლის 21 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა, რომელშიც მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ისეთი გარემოსდაცვითი გამოწვევების გააზრება, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შემცირება. აღნიშნულ საკითხებზე მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები და პრეზენტაციები წარადგინეს.

ღონისძიება გეოგრაფიის მასწავლებლის, სოფიო ნემსაძის ორგანიზებით ჩატარდა.

0d7055c7-1cf0-4d08-800f-92c10b4fccb3
6aa8b5eb-be67-474a-90df-93c3d01af4e4
b4da4eff-b03a-49fb-87cf-d22557e25ed4
c89b0ff5-1d9a-464f-bc48-c4eef6ef921f
b66865b7-d54f-4791-8611-73709b67df7a

2026 წლის 21 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – „ქართულ-თურქული ურთიერთობები ისტორიის ჭრილში“.

ლექცია ჩაატარა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, დოქტორმა პელინ ჰელვაჯიმ.

ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა ქართულ-თურქული ურთიერთობების ისტორიული განვითარების ძირითადი ეტაპები, მათი გავლენა რეგიონულ პოლიტიკასა და

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 14 აპრილს სიმბოლური გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
 
მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებმა, ილია ჭავჭავაძისა და დედაენის ძეგლებთან პატივი მიაგეს „ენის მცველთა“ ხსოვნას.
 
ღონისძიება მიზნად ისახავდა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებასა და ისტორიული თარიღების მნიშვნელობის გააზრებას თანამედროვე კონტექსტში.
7442c08e-b6ea-4487-9bcc-531961380dbb
cc669f91-f6e1-475e-9d0f-52db62fac0c6
2026 წლის 8 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს დამოუკიდებლობას. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ისტორიული ქრონიკები და გაიმართა დისკუსია იმ ღირებულებებზე, რაც ამ დღემ დაგვიტოვა - ერთიანობა, თავისუფლების სიყვარული და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა.

2026 წლის 3 აპრილს, ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელშიც მახინჯაურის საზღვაო სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კოლეჯის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები სასწავლო გარემოს შესახებ და უპასუხეს დამსწრეების შეკითხვებს.

მონაწილე ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროგრამებისა და არსებული შესაძლებლობების

ქვეკატეგორიები

© 2016 შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი

Created by: GmmStudio 

საიტი ბოლოს განახლდა: 26.10.26.