ახალი ამბები
მონტენეგროს პროფესორის ლექცია მახინჯაურის საზღვაო სკოლაში
2025 წლის 9 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე მიდგომები მდგრადი საზღვაო ტურისტული დანიშნულების ადგილების იდენტიფიცირებისთვის – მარკეტინგის გამოყენება დანიშნულების მართვასა და მათი საზღვაო იდენტობის განსაზღვრაში“, რომელიც მონტენეგროს უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის პროფესორმა, სენკა ივოშევიჩმა ჩაატარა.
სტუმარმა სკოლის მოსწავლეებთან და პროფესიულ
English Book Education-ის კონფერენცია
2025 წლის 6 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ინგლისური ენის ლექტორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს English Book Education-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. ღონისძიება ახალი სასწავლო ლიტერატურის პრეზენტაციასა და თანამედროვე სასწავლო რესურსების გაცნობას დაეთმო.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ინგლისური ენის სწავლების ძირითადი მიმართულებები სხვადასხვა საფეხურისთვის, ონლაინ
დებატები მახინჯაურის საზღვაო სკოლაში
2025 წლის 4 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაშიჩატარდა დებატები თემაზე: „გლობალიზაცია – მეტი შესაძლებლობა თუ საფრთხე?“.
მოსწავლეებმა იმსჯელეს თანამედროვე სამყაროსთვის განსაკუთრებით აქტუალურ საკითხებზე, გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე, კულტურულ გავლენებზე, ეკონომიკურ ცვლილებებსა და ეკოლოგიურ გამოწვევებზე.
ღონისძიებას სოფიო ნემსაძე უძღვებოდა.
საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან
2025 წლის 2 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პროფესიული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის მიზანი იყო ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაცნობა და სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
საინფორმაციო შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, გაეზიარებინათ მოსაზრებები და უკეთ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი
2025 წლის 26 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ბათუმის მუნიციპალური განყოფილების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ მოსწავლეებთან და პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ვიცე-პოლკოვნიკმა, აბესალომ ქარცივაძემ დამსწრეებს გააცნო თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ასევე გაწვევის პროცესში არსებული ახალი პირობები და შეთავაზებები.













