ახალი ამბები
ERASMUS+ შესაძლებლობები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ვებინარი - ERASMUS+ შესაძლებლობები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
2026 წლის 26 მარტს, Erasmus+-ის ეროვნული ოფისის საქართველოში ორგანიზებით ჩატარდა ვებინარების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინფორმირებასა და მხარდაჭერას. ვებინარებს ესწრებოდა მახინჯაურის საზღვაო სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გაბედავა.
მახინჯაურის საზღვაო სკოლაში საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა
2026 წლის 24 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა, რომელიც წყლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიებაში XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს თემატურ კროსვორდზე სახელწოდებით „წყალი და მსოფლიო ოკეანე“. პროცესის განმავლობაში, ისინი გაეცნენ წყლის რესურსების მნიშვნელობას, ოკეანის ეკოსისტემების მრავალფეროვნებასა და თანამედროვე გარემოსდაცვით გამოწვევებს.
მეზღვაურის ეთიკური ღირებულებები და პროფესიული პასუხისმგებლობა ზღვაში
2026 წლის 24 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „მეზღვაურის ეთიკური ღირებულებები და პროფესიული პასუხისმგებლობა ზღვაში“.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა მეზღვაურის პროფესიულ ეთიკას, პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, დისციპლინისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას საზღვაო საქმიანობაში
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიება
2026 წლის 23 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები, წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ვანიძემ, დამსწრეებს წარუდგინა საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება
2026 წლის 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელშიც XI და XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე – „ქრომოსომებს არ ითვლიან“.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წლიდან აღინიშნება. თარიღი სიმბოლურადაა შერჩეული - 21 მარტი აღნიშნავს ტრისომიას, როცა ადამიანს













