ახალი ამბები
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება
2026 წლის 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელშიც XI და XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე – „ქრომოსომებს არ ითვლიან“.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წლიდან აღინიშნება. თარიღი სიმბოლურადაა შერჩეული - 21 მარტი აღნიშნავს ტრისომიას, როცა ადამიანს
ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2026 წლის 18 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, XI კლასის მოსწავლეები გაეცნენ ნარჩენების სწორ მართვასა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას. წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები, რომლებიც ეხებოდა ნარჩენების დახარისხებას, ეკოლოგიურ პრობლემებსა და ნარჩენების კრეატიულ გამოყენებას.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო
Erasmus+ პროგრამის ვებინარების ციკლი
მახინჯაურის საზღვაო სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გაბედავა დაესწრო Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიერ საქართველოში ორგანიზებულ ონლაინ ვებინარების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავდა Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობებისა და მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
ვებინარები ჩატარდა 2026 წლის 6 და 16 მარტს და მოიცავდა Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის პროგრამის შესაძლებლობებს, ადმინისტრაციულ
საჯარო ლექცია თემაზე „საზღვაო კარიერა და ლიდერობა“
2026 წლის 10 მარტს, ბნუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „საზღვაო კარიერა და ლიდერობა“.
შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტმა განსაკუთრებულ სტუმრებს უმასპინძლა:
ნათია ლაბაძე, პირველი ქართველი ქალი კაპიტანი და მარიამ გურგენიშვილი, პირველი ქართველი ქალი მექანიკოსი
მათ სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, ისაუბრეს საერთაშორისო საზღვაო სფეროში მიღებულ პრაქტიკასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ კარიერული განვითარების
მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ
2026 წლის 7 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მათ დაათვალიერეს მუზეუმი, სადაც შრომითი პროცესები წარმოდგენილი იყო შესაბამისი დარგებისთვის დამახასიათებელი სამოსით შემოსილი მანეკენების, სამუშაო გარემოსა და იარაღ-ინვენტარის გამოყენებით. ექსპოზიცია ვიზუალურად და თვალსაჩინოდ ასახავდა ტრადიციულ საქმიანობებს, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა უკეთ გაცნობოდნენ აჭარული ყოფის ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებს.













