ახალი ამბები
ევროპული განათლება და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება

2023 წლის 4 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში გაიმართა შეხვედრა, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ, ავთანდილ მღებრიშვილთან.
საქართველოს გაეროს ასოციაციის სამოქალაქო განათლების პლატფორმის, »მოძრავი სახალხო უნივერსიტეტისა“ და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის&ldquo
სტუმრად TV 25-ზე 03.10.2023

მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის დირექტორი, სტუმრად გადაცემაში "ფოკუსის გარეშე"
რა არის ბულინგი და როგორ უნდა მოვახდინოთ მისი პრევენცია 02.10.2023

2023 წლის 2 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა კლას-საათი, თემაზე: რა არის ბულინგი და როგორ უნდა მოვახდინოთ მისი პრევენცია.
პრეზენტაცია მე-12 კლასის მოსწავლეების წინაშე კლასის ხელმძღვანელმა გიული ბერიძემ წარადგინა. იმსჯელეს ძალადობის სახეებსა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
შეხვედრა მოსწავლეებთან 29.09.2023

2023 წლის 29 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მე-10 კლასელთათვის.
მოსწავლეები/პროფესიული მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, ღია დაშვების დარბაზის სტრუქტურას და ელექტრონული კატალოგის „ ოფენ ბიბლიოს“ გამოყენების წესებს.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მოსწავლეებს/პროფესიულ მოსწავლეებს გააცნეს საბიბლიოთეკო სერვისები, როგორიცაა კომპიუტერული მომსახურება, ქსეროქსით, პრინტერით, სკანერით სარგებლობის წესები.
მწერალი დავით ტურაშვილის სტუმრობა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში 28.09.2023

2023 წლის 28 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმს მწერალი დავით ტურაშვილი სტუმრობდა.
მწერალმა ლიცეუმის სტუდენტებთან ერთად განიხილა მისი ავტორობით გამოცემული წიგნი "ხალდე-ლაჰილ". სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მწერლისთვის კითხვები დაესვათ.
ამასთანავე მოხდა გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული ახალი მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო












