LICEUMI ENsaswavloprocesiliceumi22
LICEUM ENnormatiuliliceumi22
LICEUMI EENavtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22
 
 
 

 

 

Useful links

LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
LICEUuMIi MES   LICEUMIi MTA
     
LICEUMI NAEC   BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    

 

ENRIKE 3

2022 წლის 12დეკემბერს პროფესიული უნარების სააგენტოს წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სპეციალისტი და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული მასწავლებლი ენრიკე ინწკირველი დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.

შეხვედრაზე  პროფესიული უნარების სააგენტომ ერთწლიანი საქმიანობის შედეგად განხორციელებული პროექტების  და მიღწეული შედეგების შემაჯამებელი ინფორმაცია წარადგინა. ხაზი გაესვა პროცესებში პარტნიორობის მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში  პანელური დისკუსიები გაიმართა. პირველი პანელისძირითადი თემა იყო - „უნარები ეკონომიკის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა,  უნარების ეკოსისტემის რეფორმის ახალ ეტაპზე, ეკონომიკის განვითარებისთვის, საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, სააგენტოს საქმიანობა და მიღწეული შედეგები შეაფასეს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოკვეთეს.

მეორე პანელი  უნარების განვითარებაში სოციალური ინკლუზიის მნიშვნელობას ეხებოდა. პანელზე მსჯელობისას, ხაზი გაესვა განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ სერვისების შესახებ, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფის განათლებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად ინერგება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის, „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა

ENRIKE-1
ENRIKE-2
31994387911433627998778841231591583066000584n
32075528012400911232124131393259351977834444n

© 2016 Makhinjauri  Maritime Lyceum LLC

Created by: GmmStudio   The old version of the website

The site was last updated:06.06.26.