LICEUMI ENsaswavloprocesiliceumi22
LICEUM ENnormatiuliliceumi22
LICEUMI EENavtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22
 
 
 

 

 

Useful links

LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
LICEUuMIi MES   LICEUMIi MTA
     
LICEUMI NAEC   BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    

 

361962623_252975637490055_7993867430512381345_n.jpg

2023 წლის 6 ივლისს, IFES-მა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმთან თანამშრომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საუნივერსიტეტო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორებსა და სტუდენტებს გააცნო სხვადასხვა წლებში განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის საუკეთესო სტუდენტური პროექტები, რომელთა მიზანია საკუთარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საარჩევნო და სამოქალაქო ჩართულობისთვის საჭირო კომპეტენციებისა და მოტივაციის ამაღლება. ამასთანავე, ღონისძიებაზე IFES-ის 2023 წლის კონკურსში გამარჯვებულმა სტუდენტებმა აუდიტორიას თავად გაუზიარეს პროექტის შექმნისა და განხორციელებისას მიღებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები.
სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ პროექტებზე მუშაობამ განუმტკიცათ თავიანთი თავის რწმენა, დაანახათ მათი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და მისცათ მოტივაცია, თანატოლებთან ერთად მომავალშიც გააგრძელონ საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარება.
IFES-ისთვის მნიშვნელოვანია, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების პედაგოგებსა და სტუდენტებს გაუზიაროს საუნივერსიტეტო დონეზე სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების 12 წლიანი წარმატებული გამოცდილება.
ღონისძიებას მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმმა უმასპინძლა.
3622448332529758141567047950392710634711064n
3622541422529758874900303162142143031481910n
362271796252975670823385182081584336079880n
 

© 2016 Makhinjauri  Maritime Lyceum LLC

Created by: GmmStudio   The old version of the website

The site was last updated:10.09.26.