ახალი ამბები
სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია
2025 წლის 31 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით აქტივობაში და სასწავლებლის მიმდებარე ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.
აქციის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში გარემოს დაცვის მნიშვნელობის პოპულარიზაცია.
აღნიშნული აქტივობა შავი ზღვის დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები - 2025 წლის შემოდგომის მიღების რეიტინგული სიები
მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შედგენილი 2025 წლის შემოდგომის მიღების რეიტინგული სიები ცნობილია.
იხილეთ სიები პროგრამების მიხედვით:
საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემბანის რიგითი მეზღვაური
გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
ტრენინგი მასწავლებლებისთვის
2025 წლის 14 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელიც განათლების ექსპერტმა, ნინო ფეტვიაშვილმა ჩაატარა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა შეფასების მიზნების, სახეებისა და პრინციპების გაანალიზებას, განსაკუთრებით მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების კონტექსტში. მონაწილეებმა განიხილეს ეფექტური უკუკავშირის მახასიათებლები.
ტრენინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა შემაჯამებელი და შემოქმედებითი ტიპის დავალებების შეფასების
საჯარო ლექცია: მსოფლიო მოსახლეობის სიმჭიდროვე და გლობალური გამოწვევები
2025 წლის 9 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის XI კლასის მოსწავლეებისთვის, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „მსოფლიო მოსახლეობის სიმჭიდროვე და გლობალური გამოწვევები“. ლექცია სკოლის მასწავლებელმა, სოფიო ნემსაძემ ჩაატარა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის განაწილებისა და დემოგრაფიული პროცესების გაცნობა, მიზეზებისა და შედეგების გააზრება.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გლობალური გამოწვევების თემაზე მათი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა













